პერესი:„ზიდანის შემდეგ „რეალს“ შესანიშნავი ადამიანი გაწვრთნის“
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა კლუბში არსებულ ვითარებასა და მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა...
„ის, რომ მადრიდის სული და გული ზინედინ ზიდანი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა, ბევრს არ ესიამოვნა. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ მას გამოცდილება აკლდა, მაგრამ 2 წლის თავზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა.“
„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყოფილ ფეხბურთელებს, რომლებიც მწვრთნელობას გეგმავენ და მზად ვართ, ყველანაირად დავეხმაროთ.“
„იქნება თუ არა ზიზუს შემდეგ სანტიაგო სოლარი? ეს ადამიანი ძალიან ბევრს მუშაობს და კმაყოფილი ვარ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ზიდანის შემდეგ „რეალს“ შესანიშნავი ადამიანი გაწვრთნის, ვინაობაზე საუბარი კი ზედმეტია, ვინაიდან სამეფო კლუბი ფრანგ ლეგენდასთან განშოწრებას არ გეგმავს.
- 13 ოქტომბერი 2017
- 6 157
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.