ვინ გაწვრთნის „რეალს“ ზიდანის შემდეგ? - პრეზიდენტმა ახალი კანდიდატი დაასახელა
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი და ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო აქტიურად მუშაობენ ზინედინ ზიდანის შემცვლელის მოძიებაზე...
ზემოხსენებული იმას არ ნიშნავს, რომ ფრანგს წყალი აქვს შეყენებული, თუმცა ალტერნატივები ყოველთვის განიხილება.
როგორც სჩანს, პრეზიდენტის ფავორიტი სანტიაგო სოლარია, რომელიც „მერენგების“ ღირსებას წლების მანძილზე იცავდა, ამ ეტაპზე კი რამდენიმე ასაკობრივი კლუბი ჰყავს ჩაბარებული.
ხელმძღვანელობა თვლის, რომ სოლარის უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა და მომდევნო წლებშიც საკმაოდ გამოცდილი გახდება, რის შემდეგაც ზიზუს მემკვიდრედ დაასახელებენ.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 9 ოქტომბერი 2017
- 8 080
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.