რამოსის „რეალში“ დარჩენის დრო უკვე განისაზღვრა
ესპანური გამოცემა „მარკა“ გვამცნობს, რომ მადრიდის „რეალის“ კაპიტანის, სერხიო რამოსის ესპანეთის დედაქალაქში დარჩენის ვადა უკვე ზუსტად განისაზღვრა...
სერხიო 2018 წლის 30 მარტს, 32 წლის ხდება, ის უკვე პატარა აღარ არის, აქედან გამომდინარე, „რეალიც“ სიფრთხილეს იჩენს.
„მარკა“ 100%-იანი დაზუსტებით გვამცნობს, რომ მადრიდის „რეალის“ ვებ-გვერდი სულ მალე ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს, სადაც სერხიოს ახალ კონტრაქტს დაანონსენს.
უკვე განისაზღვრა და ორივე მხარე შეთანხმდა იმაზე, რომ რამოსი „რეალში“ 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ამ დროს სერხიო უკვე 35 წლის იქნება და დიდი ალბათობით ან კარიერას დაასრულებს, ანაც დედაქალაქელთა რიგებს დატოვებს.
- 9 ოქტომბერი 2017
- 6 110
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.