კარვახალმა შესაძლოა წელს საერთოდ ვეღარ ითამაშოს
გავრცელებული ინფორმაციით, დანიელ კარვახალის მკურნალობის ვადის განსაზრა ფაქტობრივად წარმოუდგენელია...
როგორც სჩანს ყველაფერი ვირუსულ ინფექციაზეა დამოკიდებული, ასევე ორგანიზმის ბრძოლაზე.
ესპანელს გულზე პერიკარდიტის პრობლემა აქვს. სანამ გარსის ანთება არ ჩაცხრება დანიელის დაბრუნება გამორიცხულია. წინასწარი მონაცემებით მარჯვენა მცველი 7 კვირას გამოტოვებდა, შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, ვადა 4 კვირამდე შემცირდა.
ბოლო ინფორმაციით დანიელმა შესაძლოა წელს საერთოდ ვეღარ ითამაშოს და მოედანს იანვარში დაუბრუნდეს. საქმეს ისიც ართულებს, რომ მედიკოსებმა კარვახალს მცირე დატვირთვის მიღებაც აუკრძალეს. გამოდის, რომ დანიელი სახლის პირობებშიც ვერ ვარჯიშობს, ვინაიდან გულზე სულ მცირე დატვირთვის უფლებაც არ აქვს, ეს ყველაფერი კი წონის პრობლემას ქმნის, ამიტომ მას მკაცრი დიეტის დაცვა მოუწევს.
- 5 ოქტომბერი 2017
- 7 027
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.