„რეალი“ ჰარი კეინში სარეკორდო თანხის გადახდას აპირებს
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფორვარდის დამატების გადაწყვეტილება მიიღო. ფლორენტინო პერესის სიმპათია „ტოტენჰემის“ წინახაზელი, ჰარი კეინი გახლავთ...
მადრიდელთა პრეზიდენტი, კეინის სანაცვლოდ სარეკორდო თანხის გადახდას გეგმავს.
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფიგურა გარეთ ბეილია, რომელშიც გუნდმა 100 მილიონი ევრო გადაიხადა, ახლა კი საუბარი 140 მილიონ ევროზეა.
მოლაპარაკებების დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება, ტრანსფერი კი ზაფხულში უნდა განხორციელდეს.
- 5 ოქტომბერი 2017
- 6 416
- 53
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.