ვარანი:„თუ ბენზემას ნაკრებში არ დააბრუნებენ, დიდი დანაკლისი გვექნება“
რაფაელ ვარანი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს. ფრანგმა მცველმა ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...
„სიმართლე გითხრათ, უპირატესობას ინდივიდუალურ სტილს ვანიჭებ და ყველაფრით კმაყოფილი ვარ. დღეს, 24 წლის ასაკში ბევრად სრულყოფილი მოთამაშე ვარ, ვიდრე მაშინ, როდესაც „მერენგების“ რიგებში ჩავირიცხე. მაშინ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი.“
„ზინედინ ზიდანმა ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა, მან გარისკა და ვთვლი, რომ ავანსი გავამართლე. ზინედინი ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობს.“
„გასულ სეზონში ყველა ტურნირზე დაახლოებით 50 მატჩში მივიღე მონაწილეობა, ეს ძალიან დიდი შედეგია.“
„ვაპირებ, რომ კარიმ ბენზემას ადვოკატი გავხდეს. თუ მას ნაკრებში არ დააბრუნებენ, მე მაქსიმალურად ვეცდები დავამტკიცო, რომ ის დიდი დანაკლისი იქნება.“
- 3 ოქტომბერი 2017
- 5 970
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.