სერხიო რამოსი: მომდევნო მატჩები გადამწყვეტი იქნება

სამეფო კლუბის ესპანელმა მცველმა, სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ იგი განსაკუთრებით ნერვიულობს მომდევნო ორ თამაშზე. სერხიოს აზრით ეს ორი მატჩი ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს...

"ჩვენ ორი ურთულესი მატჩის ჩატარება მოგვიწევს უახლოოეს დღეებში. ჯერ სევილიაა დასამარცხებელი ხოლო შემდეგ საფრანგეთის ლიონი. ძალიან კარგია, რომ ამ მატჩებს საკუთარ არენაზე გავმართავთ. ბერნაბეუზე რეალი დაუმარცხებელია და ჩვენ ვაპირებთ ამ სასიამოვნო ტრადიციის გაგრძელებას".

"მე ანდალუსიური კლუბის რიგებში რამდენიმე წლის მანძილზე გამოვდიოდი და იქაურობა ძალიან მიყვარს, მე სევილიაში ბევრი მეგობარი მყავს და ამ გუნდთან ტკბილი მოგონებები მაკავშირებს. დარწმუნებული ვარ ისინი დიდ წინააღმდეგობას გაგვიწვენ და ეცდებიან ქულების მოპოვებას, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყველა თამაში არ მოვიგოთ, აუცილებელია გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება".

"ლიონზე იმდენად არ ვფიქრობ, როგორც სევილიაზე , რადგან პირველი მატჩი სწორედ პრიმერაში გვაქვს გასამართი, ხოლო კვირიდან უკვე შევუდგებით ფრანგებზე ფიქრს, ვფიქრობ რთული მატჩი გველის, მაგრამ რეალს ნამდვილად შეუძლია ლიონის დამაჯერებელი ანგარიშით დამარცხება და მომდევნო ეტაპზე გასვლა".

"ლიონის ფეხბურთელებიდან განსაკუთრებით დელგადოს თამაშს გამოვარჩევდი, საფრანგეთში მატჩის დროს მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ბერნაბეუზე მას არ უნდა მივცეთ სივრცე, რათა არ შექმნას სახიფათო მომენტები, ჩვენ არ ვაპირებთ გოლის გაშვებას, პირიქით უნდა გავიტანოთ რაც შეიძლება მეტი და სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენოთ ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას".

  • Hala
  • 5 მარტი 2010
  • 1 463
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)