ვარანი:„„რეალში“ ორი ადამიანი მაგიჟებს“
რაფაელ ვარანმა კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღის დადგომის გამო. მადრიდის „რეალი“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე მჯერა, რომ წინ ტიტულებით დახუნძლული გზა მელის.“
„ზიდანს პატივს ვცემ, როგორც დიდ ფეხბურთელს და დიდ მწვრთნელს. სწორედ ფრანგის დამსახურებაა, რომ მე დღეს აქ ვარ და ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ზიზუ და კრიშტიანო არიან ადამიანები, რომლებიც „რეალში“ მაგიჟებენ.“
„საკმაოდ დიდ გამოცდილებას ვფლობ, აქედან წასვლაზე არასდროს მიფიქრია.“
„ვამაყობ, რომ კარიერას „რეალში“ განვაგრძობ. როდესაც აქ ჩამოვედი გამოუცდელი ვიყავი, მას შემდეგ არაერთი გამოწვევა მივიღე და სეზონების მანძილზე ვძლიერდებოდი.“
„„ლანსი“ ჩემთვის ყოველთვის დაუვიწყარი კლუბი იქნება, იქ წლები გავატარე.“
„მას შემდეგ, რაც „ბლანკოსის“ წევრი გავხდი, გუნდი კიდევ უფრო დაიხვეწა.“
„კრიშტიანოს გაკრიტიკება არასდროს არ შეიძლება. ეს არის ფეხბურთის ნაწილი, საფეხბურთო მოვლენა, საოცარი სპორტსმენი და მოტივატორი. რონალდუ ფანტასტიკური ფიგურაა.“
„ოცნებებში ლიმიტი არ არსებობს, „ბლანკოსთან“ ერთად უამრავი ჯილდოს მოგება მაქვს მიზნად დასახული.“
„ტრავმები ფეხბურთის თანმდევი მოვლენაა, თუმცა ახალგაზრდებს ხშირად უფუჭებს კარიერას. ვიმედოვნებ, ფიზიკურ ფორმას შევინარჩუნებ.“
„ზიდანი მენდობა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს დამავიწყდება ზინედინის ზარი, რომელიც ჩემ ტელეფონზე განხორციელდა.“
„საფრანგეთის ნაკრებს დიდი პერსპექტივა აქვს, ახლა ორი მატჩის ჩატარება მოგვიწევს.
- 28 სექტემბერი 2017
- 7 146
- 31
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.