ბეილი საქართველოში ვეღარ ჩამოდის?
მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი, გარეთ ბეილი რამდენიმე დღეში საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, თუმცა დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროგნოზი არადამაიმედებელია...
საქმე იმაშია, რომ უელსელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში, რომელიც „დორტმუნდის“ წინააღმდეგ გაიმართა დაზიანება მიიღო და მოედანი დატოვა.
წინასწარი კვლევების თანახმად, უელსელი არც ისე კარგ მდგომარეობაშია და სარეაბილიტაციო კურსს საჭიროებს.
მედიკოსთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, დღეს ბეილს სრულფასოვანი შემოწმება ჩაუტარდება, რის შემდეგაც დადგინდება გაემგზავრება თუ არა იგი სამშობლოში და ჩაატარებს თუ არა ორ სანაკრებო მატჩს, მათ შორის ერთ-ერთს საქართველოს ნაკრებთან.
- 28 სექტემბერი 2017
- 5 383
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.