ზიდანი:„„დორტმუნდის“ დამარცხების შემდეგ გასახდელში განცხადება გავაკეთე“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ბორუსიელებთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველიდან ბოლო წუთამდე საშემსრულებლო ოსტატობას ვავლენდით და მატჩის სადავეები ხელიდან არ გაგვქცევია. გამოწვევა მივიღეთ და „დორტმუნდი“ გერმანიში დავამარცხეთ, ჩვენ აქ გამარჯვება შევძელით.“
„ვოცნებობ, რომ კრიშტიანო რონალდუმ და გარეთ ბეილმა მუდამ ასე ითამაშონ. „დორტმუნდის“ დამარცხების შემდეგ გასახდელში განცხადება გავაკეთე და ფეხბურთელებს სწორედ ჩემი ოცნების შესახებ გავანდე. უელსურ-პორტუგალიურ დუეტს საოცრებების ჩადენა შეუძლია, ისინი ბრწყინვალედ ირჯებოდნენ და რეალური ძალა აჩვენეს.“
„გამარჯვება სტადიონზე, რომელიც დაუძლეველი იყო სასიამოვნოა, თუმცა ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ 3 ქულა მოიპოვა და ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის თავზე 6 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.“
„ბეილის თამაში ფანტასტიკური იყო. ის ბევრს იბრძოდა, სივრცეებს ათავისუფლებდა, ძალიან სახიფათოდ უტევდა და ამტკიცებდა, რომ შესანიშნავ ფორმაშია.“
„ჩვენი მეტოქე ღია და ლაღ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. ძალიან დიდ პატივს ვცემ „ბორუსიას“ თავკაცს, ვინაიდან ის ნამდვილი ფეხბურთის მოყვარულია.“
„ეს მატჩი დიდ მოტივაციას შეგვმატებს, საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და გვჯერა, რომ აღებულ გეზს არც ლა ლიგაში გადავუხვევთ, შიდა ჩემპიონატში სატურნირო მდგომარეობა არასახარბიელოა, ამიტომ ბოლომდე ბრძოლა და გამარჯვებების სერიაა საჭირო, სხვა შემთხვევაში პრობლემები შეიქმნება.“
- 27 სექტემბერი 2017
- 7 705
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.