კარვახალი:„ზიდანს ვთხოვ, რომ არ შემცვალოს“
დანიელ კარვახალმა „დორტმუნდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„სამწუხაროდ, ამ არენაზე არასდროს მომიპოვებია გამარჯვება, ამიტომ მაქსიმალურად დავიხარჯები იმისათვის, რომ გუნდს 3 ქულის აღებაში დავეხმარო. საკმაოდ რთული ბრძოლა გველის.“
„გასაგებია, რომ ლა ლიგაში წარუმატებელი სტარტი გვქონდა, მაგრამ ეტაპობრივად ვუმატებთ და საუკეთესო ფორმაში შევდივართ. ვფიქრობ, „ბვბ“-სთან 3 ქულის მოპოვება შეიძლება.“
„დიახ, ძალიან დიდი ხნის მანძილზე შეუცვლელად ვთამაშობდი, მაგრამ ტრავმის საფრთხე არ არსებობას, ბრწყინვალე კონდიციაში ვარ. ზიდანს ვთხოვ, რომ არ შემცვალოს და სასტარტო შემადგენლობაში კვლავაც გამამწესოს.“
„იმისათვის, რომ საუკეთესო დონემდე მივიდეთ დროა საჭირო. მადრიდის „რეალი“ აუცილებლად მივა ფორმის პიკამდე.“
„აკრაფი შესანიშნავი ახალგაზრდაა, რომლის პროგრესი აშკარა და თვალნათლივია. ეს ფეხბურთელი დიდ შედეგებს აჩვენებს, ამაში დარწმუნებული ვარ.“
„კრიშტიანო რონალდუ გუნდს დაუბრუნდა და ლა ლიგაში გოლების გატანას აუცილებლად დაიწყებს. პორტუგალიელი ფეხბურთლი ბორუსიელებთან აუცილებლად მოახერხებს გოლის გატანას, ამის მჯერა.“
„მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, „რეალი“ „დორტმუნდს“ მოსაგებად ესტუმრა.“
- 25 სექტემბერი 2017
- 5 198
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.