ნახევარდაცვის ტრიო ბრუნდება
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ზინედინ ზიდანი დორტმუნდში მაქსიმალურად ეცდება, რომ ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშოს...
მთავარი ის არის, რომ ნახევარდაცვის ტრიო, რომელსაც კაზემირო, მოდრიჩი და კროოსი შეადგენენ ბრუნდება.
ლა ლიგის მე-6 ტურში ტონი კროოსი საერთოდ არ იყო განაცხადში, ლუკა მოდრიჩი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, აქედან გამომდინარე, ხორვატი დასვენებულია.
„ას-“ზე დაყრდნობით, ზიდანი სამეულს ისკო ალარკონს დაამატებს, წინა ხაზს კი კვლავ ბეილი და რონალდუ გაამაგრებენ.
რაც შეეხება დაცვას. ოთხეულს კარვახალი, ვარანი, რამოსი და ნაჩო დააკომპლექტებენ.
- 25 სექტემბერი 2017
- 2 848
- 21
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.