რონალდო: სევილიასთან ურთულესი მატჩი გველის
კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ ინტერვიუ მისცა ესპანელ ჟურნალისტებს...
"პორტუგალია კარგ ფორმაშია, ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ, საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ".
"მადრიდის რეალს ურთულესი მატჩის ჩატარება მოუწევს ანდალუსიურ სევილიასთან. სწორედ ამ გუნდმა შეძლო სამეფო კლუბის დამარცხება პირველ წრეში ანგარიშით 2-1. ჩვენ ბერნაბეუზე დაუმარცხებლები ვართ და რევანშის აღება გვსურს. დღეიდან ვარჯიშებს შევუდგებით და დიდი მონდომებით მოვემზადებით მეტოქის დასამარცხებლად".
"თუ ბერნაბეუზე გამარჯვებას მოვიპოვებთ, ჩვენ ძალიან კარგ ხასიათზე დავხვდებით ლიონს. სევილიას დამარცხება დიდ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოგვცემს. მომდევნო 6 დღე რეალისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ეს და ვიბრძოლოთ მაქსიმუმისთვის. ლიონზე ჯერ არ ვფიქრობთ, მაგრამ მსოფლიოს ყურადღება უკვე მიმართულია 10 მარტის მატჩზე" - განაცხადა კრიშტიანომ.
- 5 მარტი 2010
- 1 745
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.