ზიდანი:„„დორტმუნდს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვუგებთ, თუ მომენტებს გამოვიყენებთ“
„ალავესთან“ მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომენტი შევქმენით, მხოლოდ 2 გოლის გატანა შევძელით. როგორც სჩანს, მომენტების გოლად გარდასახვა გვიჭირს და ამ მხრივ სამუშაო ბევრია.“
„დამსახურებული 3 ქულა მოვიპოვეთ და ხასიათი გამოვისწორეთ.“
„კრიშტიანო რონალდუ ძალიან მნიშვნელოვანია. მას დღეს სხვა ფუნქცია-მოვალეობები ჰქონდა, რომელსაც თავი ბრწყინვალედ გაართვა. ვფიქრობ, პორტუგალიელს არ გაუმართლა, სხვა შემთხვევაში ის გაიტანა.“
„დანი სებალიოსმა დუბლი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი კლასი, ის შესანიშნავი ფეხბურთელია.“
„ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთვები. „დორტმუნდს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვუგებთ, თუ ძალიან ზუსტად ვითამაშებთ და მომენტებს არ გავანიავებთ.“
„კარვახალი დიდ დატვირთვას იღებს, მაგრამ იმ ფონზე, რომ გუნდს 6 ფეხბურთელი აკლია, მეტ როტაციას ვეღარ შევძლებ.“
„გასაგებია, რომ გამარჯვებას სტუმრის რაგნში მივაღწიეთ, მაგრამ სახლში ჩატარებული წარუმატებელი მატჩები უბრალოდ დამთხვევაა. დარწმუნებული ვარ, მოვა დღე, როდესაც საოცარ ფეხბურთს შევთავაზებთ ქომაგებს.“
- 23 სექტემბერი 2017
- 6 550
- 53
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.