"რეალს" პალესტინელი და ებრაელი ბავშვები ეწვივნენ
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იზრაელიდან და პალესტინიდან, მადრიდულ კლუბს 15 სკოლის მოსწავლე ეწვია...
ამ დღეებში მათ აუხდებათ ოცნებები და ისინი მოინახულებენ სანტიაგო ბერნაბეუსა და ვალდებასის სტადიონებს. ასევე მათ შეეძლებათ იხილონ სამეფო კლუბისა და "სევილიას" დაპირისპირება. ამ ყველაფერზე კი ერთ-ერთი გახარებული ბავშვი ამბობს: "ოცნება ამიხდა. მე შემეძლება რაულის ხილვა, რომელიც ჩემი კუმირია".
ამ ჯგუფს თავდაპირველად ემილიო ბუტრაგენიო ესტუმრა, რომელმაც აჩვენა ბავშვებს გუნდის გასახდელი. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბავშვებმა გადაიღეს სურათები, მათი კუმირების მაისურთა გვერდზე. ბავშვების საქციელი იყო შთამბეჭდავი. ბოლოს კი პალესტინელთა და ებრაელთა ჯგუფის დირექტორმა, მადლობა გადაუხადა მადრიდელებს, ამ ოცნების ახდენისთვის.
ინფორმაციის წყარო:realmadrid.com
- 4 მარტი 2010
- 1 642
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.