ბენზემა:„გულშემატკივართა კრიტიკას მხოლოდ ერთი მიზეზით ვუძლებ“

კარიმ ბენზემამ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„მე ვარ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის და საუკეთესო მოთამაშეების ნაწილი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „რეალში“ ვრჩები და ამ კლუბთან კონტრაქტი გავახანგრძლივე. ამასთანავე ვიცი, რომ მძიმე სამუშაო მომიწევს.“

„ამაზე კარგ ადგილს მსოფლიოს ვერცერთ წერტილში ვერ ნახავთ. ძალიან მიხარია, რომ ფლორენტინო პერესმა ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტა. არ გამოვრივხავ, კარიერა ესპანეთის დედაქალაქში დავასრულო.“

„როდესაც მადრიდში ჩამოვედი, ესპანურ ენას ვერ ვფლობდი, რაც ჩემთვის დიდი ბარიერი იყო. პირველი წელი ყველაზე რთულად წარიმართა, თუმცა შემდეგ იყო უამრავი ლამაზი მომენტი, რომელმაც ჩემში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.“

„თანამედროვე თავდამსხმელისთვის მთავარი მხოლოდ გოლის გატანა არ არის, გაცილებით მეტის კეთებაა საჭირო. უნდა გაათავისუფლო სივრცეები, იყო მობილური და შეგეძლოს სხვა ფუნქციების შეთავსება. ბევრი გულშემატკივარი ჩემი სტატისტიკით უკმაყოფილოა, თუმცა ბევრ სხვა ასპექტს ვერ ხედავს.“

„გულშემატკივრების კრიტიკას იმიტომ ვუძლებ, რომ საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნება მსურს. მე მჯერა, რომ „მამლების“ ღირსებას კიდევ არაერთხელ დავიცავ.“

„ზიდანს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, რომელსაც რამდენიმე ტაქტიკით შეუძლია თამაში. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი არასტაბილურად დაიწყო, ყველაფერს გამოვასწორებთ.“

„იმიტომ მაკრიტიკებენ, რომ ჩემგან მეტს ელიან.“

„დიდი იმედი მაქვს, ტრავმას დროულად მოვირჩევნ და მწვანე მინდოზე დავბრუნდები.“

„მსურს მხარდაჭერა გამოვუხატო მექსიკის ტრაგედიის დროს შეწირულების ოჯახის წევრებს.“

  • Bernabeu
  • 21 სექტემბერი 2017
  • 7 227
  • 70

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)