სერხიო კანალესის ინტერვიუ
„რასინგის“ ამომავალმა ვარსკვლავმა და „მადრიდის რეალის“ პირველმა შენაძენმა 2010/11 წლების სეზონისთვის ვრცელი ინტერვიუ მისცა გამომცემლობა "АS"–ს.
პირველ რიგში მინდა გკითხოით, რატომ გადაწყვიტეთ ინტერვიუს მიცემა დიდი ხნის დუმილის შემდეგ?
მე ვფიქრობ, რომ ეხლა ჩემს ირგვლივ გავრცელებული ჭორები ჩაცხრა. უნდა მომეთმინა, სანამ ასე არ მოხდებოდა. რაც უფრო ადრე იქნებოდა ეს, მით უფრო უკეთესი (იცინის). შეიძლება ეს ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ეტაპზე მე ყველაზე მეტად „რასინგი“ მაფიქრებს. რაც შეიძლება მალე უნდ ადავუბრუნდეთ ჩვეულ ფორმას და თამაში/შედეგები უფრო სტაბილური გავხადოთ.
როგორ გადაიტანეთ ეს ბოლო სამი თვე, როცა ჯერ იყო და პორტუგალმა თქვენზე გააკეთა ფსონი და პირველ კლუბში გადმოგიყვანათ, ხოლო შემდეგ კი „მადრიდის რეალთან“ გააფორმეთ 6 წლიანი კონტრაქტი?
ძალიან დაძაბული თვე იყო. თითქმის ყოვედღე ხდებოდა რაღაც ახალი... მე ვცდილობდი ყველაფერი მშვიდად გადამეტანა, რომ ამას რამე გავლენა არ მოეხდინა ჩემს ირგვლივ მყოფ ხალხზე: ოჯახზე, ჩემს მეგობრებზე...
თქვენ გადაადგილების მარშუტიც შეცვალეთ?
დიახ, ყველაფერმა ცოტათი შემცვალა, მაგრამ სხვანაირად ალბათ არც შეიძლება რომ ყოფილიყო. ეხლა უკვე მოედანზე გავდივარ, თითქოს ეს დღესასწაული იყოს, სადაც შეიძლება გაერთო და ვცდილობ ყველაფერი უფრო კარგად გავაკეთო. ჩემს ირგვლივ სიტუაციაც შეიცვალა, ვინაიდან ხალხი უკვე მოდის ჩემთან და მათთან სურათის გადაღებას მთხოვენ , ავტოგრაფებსაც ვარიგებ... ვამჩნევ, რომ მოედანზეც ხშირად მისტვენენ... თუ ეს გასვლით შეხვედრაში ხდება, მაშინ ეს კარგი ნიშანია...
როგორ ჩაიარა თქვენმა შეხვედრამ ვალდანოსთან სანტანდერში?
მე ძალიან მომეწონა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვალდანო ჩემთან შესახვედრად სანტანდერში ჩამოვიდა. ჩვენ ვივახშმეთ და მე მან უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემმატა, ასევე მასთან საუბრის შემდეგ უფრო მტკიცე და მომთმენი გავხდი. მისმა სიტყვებმა დაძაბულობა მომიხსნა. მე დიდი მოწიწებით ვინახავ 27 ნომრიან მაისურს...
რა დრო დაგჭირდათ „მადრიდის რეალის“ შემოთავაზების მისაღებად?
ცოტა, ძალიან ცოტა. მის წინადადებას თავში ყოველთვის ვინახავდი, ვინაიდან ის უფრო მეტად მიმზიდველი იყო მთელი თავისი სერიოზულობით, განსაზღვრულობით და კარგად მოფიქრებული პირობებით...
გაქვთ თუ არა ინფორმაცია სხვა თქვენ თანამემამულე ლეგენდებზე, რომლებიც „მადრიდის რეალში“ თამაშობდნენ?
კი, მე ამის შესახებ ვიცი. ძალიან კარგი იქნება, თუ შევძლებ და ისეთ კვალს დავტოვებ კლუბში, როგორიც ჰენტომ და სხვა ჩემმა თანამემამულეებმა, რომელბამც „მადრიდის რეალისთვის“ ბევრი ტიტული მოიგეს.
უკვე შეგიძლიათ თუ არა „მადრიდის რეალში“ თამაში?
თქვენ კარგად იცით, რომ „მადრიდის რეალს“ შესანიშნავი შემადგენლობა ყავს და მანდ თავის დამკვიდრება ცოტა არ იყოს ძნელი იქნება. იქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ და ეს ყველაფერს ართულებს. მე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უფრო მომზადებული უნდა ვიყო, ამისთვის კი „რასინგის“ შემადგენლობაში ბევრჯერ უნდა ვითამაშო , რომ მოედანზე უკეთ შემეძლოს მოქმედება. მიუხედავად ამისა, შეიძლება მალე ისეც მოხდეს, რომ მე „მადრიდის რეალის“ შემადგენლობაში გამოვჩნდე.
არ გეჩვენებათ, რომ თქვენი თამაშის ხარისხის მიხედვით უმჯობესი იქნებოდა გეთამაშათ „მადრიდის რეალში“ ვიდრე სეგუნდა დივიზიონში, სადაც გამოდიოდით არც თუ ისე დიდი ხნის წინ?
პრინციპში კი. მაგრამ ამ „მადრიდის რეალში“ თამაში ძალიან ძნელია, რადგან ის ჯობია არამარტო „რასინგს“ , არამედ მსოფლიოს ყველა კლუბს. მაგრამ დამიჯერეთ, რომ სეგუნდაში თამაშიც არაა ადვილი, რადგან მოედანზე ბევრი სიბიუნძურეა... ყოველშემთხვევაში უნდ დავიცადოთ, სანამ იქ მოვხვდები და სანამ ჩემი თამაშის ხარისხს არ შეამოწმებენ.
რისი გაუმჯობესება გინდათ იმისთვის, რომ უფრო უკეთესად ითამაშოთ?
ყველაფრის. ფიზიკურად ეხლა უფრო კარგად ვარ მომზადებული...რაც უფრო მეტი სათამაშო დრო მექნება, მით უფრო მეტად ვგრძნობ თავს ფეხბურთელად და პირობას გაძლევთ, რომ მიღწეულზე არ გავჩერდები.
ეხლა უფრო ხშირად უყურებთ „მადრიდის რეალის“ თამაშს ტელევიზორში?
დიახ, მაგრამ უფრო მეტ ყურადღებას ჩემს მოვალეობას ვაქცევ. მიუხედავად ამისა, „მადრიდის რეალის“ მონაწილეობით არცერთ შეხვედრას არ ვტოვებ:არც ჩემპიონატში და არც ჩემპიონთა ლიგაში...
და რას იტყვით „რეალზე“?
ძალიან ძლიერი კლუბია. მათ აღმაფრთოვანებელი ტექნიკა აქვთ. ვფიქრობ ისინი „ბარსელონას“ დაამარცხებენ ლა ლიგაში.
ვის გამოარჩევდით?
მათ განსხვავებული სტილი აქვთ, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ რომელიმე მათგანი ცუდად თამაშობს. „მადრიდის“ სტილი უფრო ეფექტური და მიმზიდველია, „ბარსა“ კი უფრო ხშირად ფლობს ბურთს (ამას კლუბების თამაშები ხო არ ერევა ერთმანეთშ? ავტ. )
რას იტყოდით იმ პროტესტზე, რომელიც „კამპ ნოუზე“ დაგატყდათ თავს?
ცოტა შემაშფოთებელი იყო, მაგრამ ტრიბუნებიდან სტვენამ ჩემზე დიდად არ იმოქმედა. რამაც მართლა შემაშფოთა, ეს იყო მარკესის უხეში ვარდნა. მე ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ იმ შემთხვევაში ასეთი უხეშობა საკვირველი იყო.
„რეალის“ რომელი ფებხურთელი მოგწონთ ყველაზე მეტად?
ყველა. ეს ძალიან შეკრული კლუბია, სადაც თავი მოყრილი აქვთ მსოფლიოს საუკეთესო ფებხურთელებს. რონალდუ და კაკა უბრალოდ აღმაფრთოვანებელ რამეებს აკეთებენ. ყველაზე მეტად იგუაინის თამაშია მიმზიდველი. კიდევ მომწონს გუტი, იმიტომ რომ ჩვენი თამაშები ერთი და იმავე პოზიციის წყალობით თითქმის ერთმანეთს გავს.
ვინაა შენი კუმირი ?
სესკი და სილვა. ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს: ისინი შესანიშნავ ტექნიკას ფლობენ და ორივეს ლიდერის თვისებები აქვს. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ხავი და ინიესტა. ასეა თუ ისე ყველა ის, ვისზეც სულ ვლაპარაკობთ.
იცით თუ არა, რა მოხდება 2010 წლის 4 აპრილს?
არა. და რა მოხდება?
უბრალოდ მნიშვნელოვანი თამაში შედგება: „რასინგი“ „მადრიდის რეალი“ „სარდინეროზე“...
(იცინის). მე კი არ ვიცოდი, მაგრამ ნებისმიერი ფებხურთელი იცონებებდა „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ თამაშზე...
და თუ გოლის გატანას მოახერხებთ?
სხვა გამოსავალი არცაა. ბოლომდე უნდა გავიტანოთ ჩვენი... „რასინგს“ ქულები ძალიან ჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე ჩემი მომავალი კლუბი იქნება...
თქვენ მეგობარ მუნიტისთანაც ანალოგიური სიტუაცია იყო. მართლა, მან მოგიყვათ თუ არა უკვე, თუ რას ნიშნავს „ბერნაბეუზე“ თამაში?
ცოტა. ჩვენ „რასინგში“ თავზე საყრელად გვაქ საქმე.. ვიცი, რომ :მადრიდის რეალისთვის“ მთავარია ის, თუ რას აკეთებ მოედანზე და რა შთაბეჭდილებას ტოვებ შენი თამაშით. ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.
თქვენ უკვე მოგიწიათ „ბერნაბეუზე“ თამაში და გოლის გატანაც მოახერხეთ, რომელიც არ ჩათვალეს. როგორი შთაბეჭდილება მაოხდინა მადრიდულმა სტადიონმა?
მატჩის წინ განვამრტოვდები და არ ვნერვიულობ. ამიტომაც ის არც თუ ისე დიდი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. მოედანზე ძალიან მოტივირებული გამოვედი და თამაში უფრო კარგად გამომივიდა. ამის დასამტკიცებლად კი გოლიც გავიტანე!
მატჩის შემდეგ ვის თხოვეთ მაისური?
ხაბი ალონსოს... მისი თამაშით ძალიან მოხიბლული დავრჩი, ესაა ფეხბურთელი, რომელისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება...
ალბათ დიდია წინასასეზონო მატჩების მოლოდინი, როცა „რეალის“ შემადგენლობაში იქნებით...
ამ მომენტში მე ამაზე არ ვფიქრობ... სხვა საქმეა თუ რა იქნება მერე. ჩვენ ჯკერ კიდევ ბევრი რამის გადაწყვეტა მოგვიწევს თუ რა ბედი მელის წინასასეზონო მატჩების შემდეგ. ვფიქრობ ჩემთვის უმჯობესი იქნება , თუ კიდევ ერთი წელი დავრჩები „რასინგში“... მაგრამ ჯერ ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატში უნდა ვითამაშო...
და როდის უნდა დაისვენოთ?
შემდეგაც მექნება დრო იმისთვის, რომ ჩემს მეუღლესთან გავატარო იგი...
როგორი დამოკიდებულება აქვს მას ამ საკითხთან?
ის ძალიან კმაყოფილია. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ ჩვენი მომავალი. რა თქმა უნდა, ის ცოტათი ღელავს, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია. მე არანაირ პრობლემა არ მექნება მადრიდში საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბავშობა სანტანდერში გავატარე. იქაც მყავს მეგობრები. გასახდელში ეს არის გარაი, რომელიც მე ყოველთვის მეხმარებოდა.
არ გეშინიათ იმის, რომ დარჩენის შემთხვევაშ პელეგრინი თქვენ ბევრ შანსს არ მოგცემთ?
თუ გადავწყვეტ, რომ დავრჩე და ეს მოხდება, მაშინ მე მექნება თამაშის საშუალება...
გინდათ თუ არა, რომ „მადრიდის რეალში“ ამ სეზონის ბოლოს რიბერი არ გადმოვიდეს?
ჩემთვის სულ ერთია. მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩემი ადგილი დავიკავო კლუბში.
თქვენ ასრულებთ საჯარიმო დარტყმებს. ცდილობთ თუ არა კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი გახდეთ ?
რა თქმა უნდა! ვცდილობ, მაგრამ ის ბურთს ისე ურტყამს, რომ მისი გამეორება უბრალოდ შეუძლებელია...
გაკვირვებთ თუ არა ის ფაქტი, რომ ლა ლიგაშ უკვე 5 გოლის გატანა მოახერხეთ?
ეხლა ამბობენ, რომ ჩემი თამაშის ხარისხი გაუარესდა, რაც აშკარად არაა სიმართლესთან ახლოს. პრობლემა იმაშია, რომ „რასინგი“ არც თუ ისე კარგ ფორმაში იმყოფება.
ოცნებობთ თუ არა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე?
ცოტა რეალისტურადაც უნდა იაზროვნო... სად შემიძლია მე თამაშ იმ ნაკრებშ, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი?! და მათი უმრავლესობა ჩემს პოზიციაზე თამაშობს... პირველე ეტაპზე 21 წლამდელთა ნაკრებშ უნდა მოვხვდე...

წყარო: As.com
- 3 მარტი 2010
- 1 903
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.