იგუაინი: ნაკრებში თამაში დიდი პატივია
გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ იგი ბედნიერია ეროვნულ ნაკრებში მოხვედრით. ახალგაზრდა არგენტინელის თქმით, ეროვნული ნაკრების ფორმის მორგება, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი პატივია...
"ამაყი ვარ, რომ ვთამაშობ მარადონას ნაკრებში. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია ნაკრებში თამაში. ძალიან მოტივირებული ვარ და ვეცდები გოლის გატანას".
"ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და ვემზადებით ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად. გერმანელებს ძლიერი ნაკრები ჰყავთ და ჩვენ ვაფასებთ მათ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში, ჩვენ გვყავს მაღალი დონის გუნდი, რომელსაც ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია" - განაცხადა გონსალომ.
- 3 მარტი 2010
- 1 506
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.