ზიდანი:„რონალდუში ის აღმოვაჩინე, რაც არასდროს არავინ იცოდა“
„აპოელის“ დამარცხების შემდეგ, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდმა ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო, რაც მეტად მნიშვნელოვანია. პირველი ტაიმის ფეხბურთით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, თუმცა მომენტები იყო. მეორე ნახევარში გუნდმა შეტევითი და აგრესიული ფეხბურთი ითამაშა, რაც შედეგზეც აისახა.“
„ტემპის შენარჩუნება და მობილური თამაში უპირველესია. კრიშტიანო რონალდუში აღმოვაჩინე ის, რაც აქამდე არასდროს არავინ იცოდა. პორტუგალიელის იმედზე მაშინაც შეგიძლია იყო, როდესაც დიდი ხნის უთამაშებელია, მას აქვს თვისება, რომელიც ძალიან ბევრისთვის საოცნებოა.“
„რონალდუს გუნდის ლიდერია, მან გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.“
„სასტვენები? მსურს, მივმართო „რეალის“ გულშემატკივრებს და გავახსენო, რომ ბოლომდე უქომაგონ გუნდს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო და ახლა ჯეთ-თრიკის შესრულებას გეგმავს.“
„სამწუხაროდ, კოვაჩიჩმა ტრავმა მიიღო, ამიტომ მოედნის დატოვება მოუწია. იმედი მაქვს, ხვალინდელი სამედიცინო ტესტი ცუდ შედეგებს არ მოგვცემს.“
- 14 სექტემბერი 2017
- 8 479
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.