ზამთარში „რეალი“ რეკორდულ ტრანსფერს განახორციელებს
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ფლორენტინო პერესი იანვარში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე რეკორდულ ტრანსფერს განახორციელებს...
გამომდინარე იქედან, რომ სამეფო კლუბს თავდამსხმელი ძალიან ესაჭიროება, პრეზიდენტი პერესი დიდი ფულის დახარჯვას არ მოერიდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ზამთრის შემდეგ „ბლანკოსის“ ღირსებას რობერტ ლევანდოვსკი ან პაოლო დიბალა დაიცავს. მეტიც, დიბალას აგენტის, მინო რაიოლას განცხადებით, ახალგაზრდა წინახაზელის მადრიდში თამაში სავსებით რეალურია.
სატრანსფერო თანხად 120 მილიონი ევრო სახელდება. ხსენებული თანხა „მერენგებისთვის“ რეკორდულია, ვინაიდან ისტორიის მანძილზე „რეალს“ 120 მილიონი არცერთი ფეხბურთელისთვის არ გაუღია.
- 11 სექტემბერი 2017
- 8 649
- 28
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.