ზიდანი:„„რეალის“ ფეხბურთელებს ჩემთან მძიმე საუბარი მოუწევთ“

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ლა ლიგის მეორე და მესამე ტურში დაფიქსირებული შედეგებით საშინლად უკმაყოფილოა...

„ფაქტია, რომ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. პირველ ტაიმში მადრიდის „რეალი“ თავის თავს არ ჰგავდა, მეორე ნახევარში გავაქტიურდით, თუმცა ფაქტია, რომ იდეალური თამაშისგან შორს ვიყავით.“

„ტეო ერნანდესის დაცვაში თამაში და მარსელოს წინ წაწევა? ფრე მათი ბრალი არ არის, მთელმა გუნდმა ინერტულად იმოქმედა. ბრაზილიელი წინ იმიტომ დავაყენე, რომ მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა არ მსურდა, ტეომ კი თამაში დაიმსახურა. „რეალის“ ფეხბურთელებს ჩემთან მძიმე საუბარი მოუწევთ.“

„არ ვარ შეშფოთებული, ვინაიდან ჩავარდნაც სეზონის ნაწილია, თუმცა ფაქტია, რომ დაკარგულმა ქულებმა ოპონენტებს მნივნელოვნად წინ გასვლის საშუალება მისცა. პირველადგილოსანთან უკვე 4 ქულიანი სხვაობა გვაქვს, რაც მესამე ტურის თავზე თავისთავად ძალიან ცუდ რეზულტატად შეგვიძლია მივიჩნიოთ.“

„ფიზიკური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ფეხბურთელებს მოძრაობა შეუძლიათ.“

„კარიმ ბენზემას ტრავმა თავისთავად დიდი პრობლემაა და იმედი მაქვს, მისი არყოფნის დროს სხვა ფეხბურთელები მეტად ეფექტურები იქნებიან.“

„მოხარული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კრიშტიანო დაგვეხმარება. რონალდუ კარგ ფორმაშია.“

„როტაცია? არ მაინტერესებს სხვისი აზრი და კრიტიკა, მთავარი მწვრთნელი მე ვარ.“

  • Bernabeu
  • 10 სექტემბერი 2017
  • 7 765
  • 9

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)