ზიდანი:„პერესმა სპეციალური დავალება მომცა, რომელიც უნდა შევასრულო“
ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა...
„რამდენიმე წლის წინ „კასტილიას“ მწვრთნელი ვიყავი და ჩემი აქ ყოფნა საერთოდ არ განიხილებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ გუნდს ცვლილებები სჭირდებოდა.“
„ნამდვილად არ ვიცი, რამდენი ხნის მანძილზე ვიქნები გუნდის სათავეში, თუმცა ფლორენტინო პერესისგან სპეციალური დავალება მივიღე, რომელიც უნდა შევასრულო. დავალება შემდეგში მდგომარეობს - „რეალი ყველას და ყველაფერს უნდა ამარცხებდეს“.
„გარდა იმისა, რომ კრიშტიანო გუნდის ლიდერია, სხვებსაც მოტივაციას აძლევს და მონდომებისკენ უბიძგებს.“
„მე მსურს, რომ გუნდმა ითამაშოს კარგად, სტილს ყოველთვის არ ვაქცევ ყურადღებას.“
- 7 სექტემბერი 2017
- 7 367
- 16
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.