6 მატჩი 17 დღეში
სექტემბრის თვე მადრიდის „რეალისთვის“ ძალიან დატვირთული იქნება...
9 სექტემბირდან 26 სექტემბრის ჩათვლით ზინედინ ზიდანის შეგირდებს 6 მატჩის ჩატარება მოუწევთ, რაც თავისთავად ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს.
„ბლანკოსი“ ხვალ სრული შემადგენლობით შეიკრიბება და „ლევანტესთან“ შეხვედრისთვის მზადება დაიწყებს, რომელიც 9 სექტემბერს არის დაგეგმილი.
ვალენსიელებთან მატჩის შემდეგ „ბლანკოსი“ ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება, სადაც მეტოქე „აპოელი“ იქნება. მატჩი 17 სექტემბრით თარიღდება. 17 სექტემბერს, „მერენგების“ მეტოქე „სოსიედადი“ იქნება, 20 სექტემბერს „ბეტისი“.
23 სექტემბერს, „რეალი“ ურთიერთობას „ალავესთან“ გაარკვევს. თვის ბოლო მატჩი კი „დორტმუნდთან“ 26 სექტემბერს, გერმანიაში შედგება.
როგორც ხედავთ, მადრიდისტებს საყვარელი ფეხბურთელების ხილვის საშუალება მიმდინარე თვეში არაერთხელ ექნებათ.
- 5 სექტემბერი 2017
- 2 776
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.