ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენცია გაიზარდა
ჩემპიონთა ლიგას კარსაა მომდგარი. სულ მალე ფეხბურთის გულშემატკივარი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გაჟღერებულ ჰიმნს მოისმენს...
აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით დიდი კონკურენცია იქნება, ვინაიდან ტურნირს დაუბრუნდნენ „ლივერპული“ და „მანჩესტერი“, ასევე შესანიშნავ ფორმაშია ლონდონის „ჩელსი“, რომელიც შემადგენლობის მხრივ ძალიან გაძლიერდა.
ამ ყველაფერს ემატება კარგად დაკომპლექტებული „ტოტენჰემი“, საოცრად გაძლიერებული „პსჟ“, რომელმაც ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები განახორციელა. „იუვენტუსი“.
იტალიურ გუნდს ლიგის მოგებს სწყურია, ალეგრის კოლექტივი ბოლო წლებში ორჯერ იყო ფინალში, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა. არავის უნდა დაავიწყდეს კარლო ანჩელოტის „ბაიერნი“. „რეკორდმაისტერთან“ ერთად კარლო ლიგის მოგებას ეცდება.
და ბოლოს . მოქმედი ჩემპიონი „რეალი“ და მისი მთავარ მტერი „ბარსელონა“.
ყველა გუნდს საოცარი წინა ხაზი ჰყავს. ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ლევანდოვსკი, ლუკაკუ, გაბრიელ ჟესუსი, აგუერო, ჰარი კეინი, კრიშტიანო რონალდუ, ლეო მესი, ლუის სუარესი, გარეთ ბეილი, პაოლო დიბალა, ალვარო მორატა, ედენ აზარი, ანტოან გრიზმანი და ფერნანდო ტორესი არიან.
- 5 სექტემბერი 2017
- 3 150
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.