„რეალის“ ახალი ფორვარდის ვინაობა ცნობილია
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ზინედინ ზიდანთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო.
გამომდინარე იქედან, რომ გუნდს ფორვარდი სჭირდება და ამის პარელალურად ძირითადი შემადგენლობით თავდამსხმელად კარიმ ბენზემა განიხილება, „ბლანკოსის“ მესვეურებმა იდეალური გადაწყვეტილება მიიღეს.
გუნდს განათხოვრებული ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტი, ვინიციუს ჟუნიორი მომდევნო ზაფხულს შემოუერთდება. ის არა „კასტილიაში“, არამედ მთავარ გუნდში დაიდებს ბინას და ბენზემას დუბლიორის სტატუსს მოირგებს. სეზონების გასვლასთან ერთად ბრაზილიელი მთავარ ფორვარდად იქცევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „რეალ“ ექსტრა კლასის ფორვარდზე აღარ იფიქრებს.
- 5 სექტემბერი 2017
- 7 094
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.