„რეალის“ გულშემატკივრებო! ვიმსჯელოთ ერთად...
მაშ ასე, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. მადრიდის „რეალში“ ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულია, თუმცა კოლექტივი რამდენიმე ვარსკვლავმა დატოვა...
მოვიდნენ სებალიოსი, ვალიეხო და ტეო ერნანდესი, რაც თავისთავად მისასალმებელია, თუმცა წავიდნენ მარიანო, კოენტრაუ, დანილო, პეპე, ხამეს როდრიგესი და ალვარო მორატა. „ბლანკოსს“ საკმაოდ სერიოზული ფეხბურთელები გამოაკლდნენ. შესაბამისად შემცირდა რესურსი.
ერთად შევაფასოთ სატრანსფერო ფანჯარა და გამოვხატოთ ჩვენი პოზიციები.
1) უნდა წასულიყვნენ ხამესი და მორატა?
2) ემხრობით გარეთ ბეილის დარჩენას?
3) უნდა დარჩენილიყო თუ არა პეპე მინიმუმ 1 წლით?
4) გვჭირდებოდა თუ არა კიდევ ფეხბურთელების ყიდვა?
5) საერთო ჯამში კმაყოფილი ხართ სატრანსფერო პოლიტიკით?
გთხოვთ, აზრები არგუმენტირებულად გავცვალოთ...
- 2 სექტემბერი 2017
- 8 730
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.