ნეგრედო მომავალ მატჩზე
"სევილიას" თავდამსხმელი ალვარო ნეგრედო გახარებულია მისი ნაკრებში მიწვევით, მაგრამ მისთვი ყველაზე პრიორიტეტულად მაინც "რეალთან" დაპირისპირება რჩება.
"ჩვენ შეგვიძლია მადრიდელებს პრობლემები შევუქმნათ, ამით "ბარსელონა" წინ გაიჭრება. ეს მე რა თქმა უნდა არ მინდა, მაგრამ იძულებული ვარ ჩემი გუნდის ღირსება დავიცვა".
ალვარო აღიარებს, რომ ლა ლიგა არამარტო წელს, არამედ მუდმივად "რეალსა" და "ბარსას" შორის თამაშდება და მან იცის, რომ ამ ორი გიგანტის კლასი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა დანარჩენისას, მაგრამ ის მაინც გამარჯვების მოლოდინშია. ნეგრედოს ძალიან სურს ნაკრებშიც გამოიჩინოს თავი და წავიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე. მან იცის, რომ ეს ძალიან რთული იქნება: ,,ბოლომდე ვიბრძოლებ სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებისთვის, ვიცი, რომ ამისთვის იბრძვიან ისეთი კლასის მოთამაშეები როგორებიც არიან: ადურიცი და ლორენტე. ასე, რომ ბევრი მაქვს სამუშაო".
ალვარომ ისიც თქვა, რომ მისი თანაგუნდელით ხესუს ნავასით ბევრი გრანდი არის დაინტერესებული, მაგრამ ის ურჩევს ხესუსს, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ ნაკრებსა და "სევილიაზე" მოახდინოს კონცენტრაცია, რადგან ახლა გუნდს ის ძალიან სჭირდება. ნეგრედო დარწმუნებულია, რომ ხესუსი წავა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ინფორმაციის წყარო:as.com
- 2 მარტი 2010
- 1 634
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.