გარაი: მსოფლიო ჩემპიონატზე მსურს თამაში
სამეფო კლუბის ახალგაზრდა არგენტინელმა მცველმა, ეზიკელ გარაიმ განაცხადა, რომ ძალიან სურს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და ამისთვის ძალას არ დაიშურებს...
"ჩემი მიზანია ზაფხულში არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ყოფნა. საკუთარი ქვეყნის გუნდის მაისურის მორგება ნებისმიერი ფეხბურთელსთვის ძალიან სასიხარულოა, იმედი მაქვს ჩემი თამაშით დაინტერესდება მარადონა და ნაკრების ფორმას ჩამაცმევს".
"რეალში ჩემი საქმეები კარგად მიდის, მუდამ არა, მაგრამ ხშირად მიწევს სასტარტოში თამაში და საკუთარი ძალების დამტკიცების საშუალება, ჯერ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი წინ მაქვს, მაგრამ მსოფლიოზე თამაში ჩემი ოცნებაა".
- 2 მარტი 2010
- 1 497
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.