ზიდანი:„სერიოზულ პრობლემას ველოდები“
ზინედინ ზიდანმა „ვალენსიასთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მზად ვარ, „ვალენსიას“ დასამარცხებლად. შესანიშნავი დინამიკა გვაქვს, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ეს გუნდი თავს შესანიშნავად იცავს, თუმცა 3 ქულა უნდა ჩავიწეროთ აქტივში.“
„ფიზიკური თვალსაზრისით ძალიან რთული სეზონი გველის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მოწოდების სიმაღლეზ ვიდგეთ. ყველა მატჩის მოგებას ბევრი სირბილი და თავდადება სჭირდება, მხოლოდ ფიზიკურ კონდიციებზე ვერ ვიქნებით დამოკიდებულნი, მთავარი შემართებაა.“
„ეროვნული ნაკრებების მატჩები ახლოვდება. არ ვფიქრობ, რომ კლუბში დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელებს ტრავმები ექნებათ.“
„ვარანს მცირე პრობლემები აქვს. 2 კვირის მანძილზე ფრანგი ფეხბურთელი ვარჯიშის პარალელურად მკურნალობის კურსს გადიოდა. შესაძლოა, „ვალენსიასთან“ სერიოზული პრობლემა შეგვექმნას, თუ ის მოედანზე ვერ გავა დაცვის ცენტრალურ რგოლში მხოლოდ ნაჩო გვრჩება.“
„კრიშტიანო რონალდუს ფინანსურ საკითხებზე ვერ შევეხები, ეს მისი საქმეა და არა ჩემი.“
„ჩვენ გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. ძალიან მნისვნელოვანია აღებული გეზის შენარჩუნება და განვითარება.“
„ვინ ითამაშებს ვარანის ნაცვლად? თუ ფრანგი მოედანზე ვერ გავა, შესაძლოა კაზემირომ ჩაანაცვლოს.“
„ბენზემას მწვრთნელი ვარ, მაგრამ მის ნაკრებში გამოძახებაზე ვერაფერს გადაწყვეტ, ამიტომ ფრანგების დამრიგებელთან გადაგამისამართებთ.“
„ვფიქრობ, რომ არავის შეძენა არ გვჭირდება. გუნდი დაკომპლექტებულია, ტრანსფერებს არ ვსაჭიროებთ.“
- 27 აგვისტო 2017
- 7 201
- 46
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.