ამალიო მორატალი: "რეალის აღზევება და ბარსას დაცემა"
ესპანელმა ექსპერტმა ამილო მორატალმა ესპანურ გამომცემლობა მარკაში გამოაქვეყნა ვრცელი სტატია მადრიდის რეალისა და ბარსას ახლანდელი მდგომარეობის შესახებ
"სურათს რომელსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, არაფერი აქვს საერთო შედეგებთნ. რეალიც და ბარსელონაც განაგრძობენ ბრძოლას ლა ლიგას ტიტულისთვის და იციან, რომ არ მოიძებნება ისეთი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში, რომელიც მათ კონკურენციას გაუწევს და შეებრძოლება თასის მოპოვებაში. თუმცა აღსანიშნავია მადრიდის რეალის თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას, რაზეც გუნდის მიერ გატანილი გოლების რაოდენობაც მეტყველებს, ამავდროულად შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ სამეფო კლუბისგან განსხვავებით კატალონიელებს შემთხვევაში ყველაფერი უფრო რთულადაა, გუნდმა აშკარად მოუკლო და გამარჯვების მოპოვება აშკარად უჭირთ.
ალბათ ყველას ახსოვს შარშანდელი სეზონი, როდესაც ბარსელონას ფეხბურთელები მოედანზე წარმოდგენებს მართავდნენ და გამარჯვებას ლამაზი ფეხბურთის ჩვენებით აღწევდნენ. ალბათ ასეთი რამ უახლოეს ათწლეულში აღარ გამეორდება და იმ თამაშებს უკვე მისტირიან კატალონიური გრანდის გულშემატკივრები. გულის სიღრმეში ყველამ იცოდა, რომ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდებოდა, თუმცა ამის აღიარებას არავინ აპირებდა. შედეგად კი ვხედავთ, რომ დაიწყო ბარსას მკვეთრი დაცემა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კატალონიელები ცუდად თამაშობენ, ვინაიდან ისინი ჯერ კიდევ ლიდერობენ ლა ლიგას.
ამ ყველაფერს კი ბევრი მიზეზი აქვს, პირველი რაც ადამიანს ბარსელონას უღიმღამო მატჩის ყურებისას გაახსენდება, არის სამუელ ეტო'ოს გუნდიდან გაშვება. კამერუნელი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თამაშით კატალონიელთა რიგებში. იგი იყო გუნდის ნაწილი, მისი გოლები და თამაშის ჟინი ყველასთვის სამაგალითო იყო, მაგრამ იგი უკვე მერამდენედ არ დააფასეს და სხვა გუნდში გაუშვეს. აგრეთვე კლუბს ეტყობა გადაღლილობა. მე როდესაც კატალონიელების მატჩს ვაკვირდები, მგონია რომ ისინი ძალიან დასუსტდნენ, რაც გასულ ტურშიც გამოიხატა, როდესაც ესპანური გრანდი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ მალაგას ბოლო წუთამდე ებრძოდა, გამარჯვების მოსაპოვებლად.
რაც შეეხება მადრიდის რეალს, გუნდი აშკარად პროგრესირებს და შარშანდელი უღიმღამო სეზონის შემდეგ გულშემატკივრებს სანახაობრივი თამაშით უხარებს გულს. ეს ყველაფერი მხოლოდ გატანილ გოლებში და სტაბილურობაში არ გამოიხატება, როგორც იქნა დიდი ხნის შემდეგ ჩვენ კვლავ ვხედავთ ერთიან გუნდს, სადაც ფეხბურთელებს საერთო მიზანი აერთიანებთ.
ამჟამად ასეთი ტენდენციაა: ბარსელონა ეცემა, ხოლო სამეფო კლუბს კი ზენიტამდე სულ ცოტა უკლია, მაგრამ ბურთი მრგვალია და ერთმა გოლმა შსაძლოა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ბარსელონასა და რეალზე.
და მაინც დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: მოხდა ის რაც აუცილებელია. ჩვენ მივისწრაფით ფინიშისკენ და გველის ფინალი, რომლის შედეგზეც ყველა წვრილმანი იმოქმედებს(ვიმედოვნებ მსაჯების როლი ყველაზე უმნიშვნელო იქნება ამ შემთხვევაში). ეს იქნება დაუვიწყარი სეზონი, რომელსაც ფონად დაძაბულობა დასდევს."
სტატიის ავტორი: ამალიო მორატალი
- 2 მარტი 2010
- 4 512
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.