მოდრიჩი:„საოცარი განცდა მეუფლება“
ლუკა მოდრიჩმა „უეფას“ დაჯილდოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„როდესაც მე-12 თასი მოვიგე, საოცარი შეგრძნებები მქონდა. შარშანდელ სეზონში „ბლანკოსი“ წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობდა.“
„ტურინის „იუვენტუსთან“ ბრწყინვალე მატჩი გავმართეთ. მეორე ტაიმი დაუვიწყარი იყო.“
„რაც შეეხება კენჭისკრას. „ტოტენჰემთან“ თამაში რთული იქნება, ამ კლუბში ვასპარეზობდი და ვიცი, რამხელა ძალას წარმოადგენს. ანალოგიურის თქმა შემიძლია „დორტმუნდზე“.
გერმანიაში თამაში იოლი არ არის. „აპოელი“ კი საკუთარი ავტორიტეტის დასამკვიდრებლად ყველაფერს გააკეთებს.“
- 25 აგვისტო 2017
- 1 679
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.