ტეო:„თამაში შემიძლია დაცვასა და ნახევარდაცვაში“
ტეო ერნანდესმა „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და კომენტარი გააკეთა...
„ჩეთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული დღე, რომელსაც მადრიდის „რეალში“ ვატარებ. ზინედინ ზიდანი სრულ ნდობას მიცხადებს, რაც ჩემთვის ფრიად სასიამოვნოა.“
„პოზიციების ცვლილება? თამაში შემიძლია როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაში. იქ ვითამაშებ, სადაც ზიზუ მეტყვის.“
„გამარჯვებამ ძალიან გამახარა. ეს არის ჩემი პირველი ბერნაბეუს თასი. ვიმედოვნებ, ამ ტროფეის ძალიან ბევრჯერ მოვიგებ.“
„ახლა უკვე „ვალენსიასთან“ შეხვედრაზე ვფიქრობთ, ვინაიდან ვიცით, რომ ეს გუნდი „მესტალიაზე“ ბოლომდე იბრძოლებს, ჩვენ კი 3 ქულა გვჭირდება.“
- 24 აგვისტო 2017
- 2 044
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.