„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი „რეალში“ ითამაშებს?
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, მანჩესტერ „სიტის“ მადრიდის „რეალის“ სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფლორენტინო პერესმა ახალი ფეხბურთელი ამოიღო მიზანში, რომელიც წლების მანძილზე „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა...
საქმე ალექსის სანჩესს ეხება. ჩილელი ფორვარდი „არსენალის“ დატოვებასთან ახლოსაა, მასში „სიტი“ 75 მილიონ ევროს ჩამოდის, მაგრამ Daily Mirror-ზე დაყრდნობით, საქმეში მადრიდის „რეალი“ ჩაერთო და ტრანსფერის გაჩარხვის დიდი შანსი აქვს.
შეთანხმების შემთხვევაში, დიდი სენსაცია დაფიქსირდება და ყოფილი ბარსელონელი მადრიდული გუნდის ღირსებას დაიცავს.
- 20 აგვისტო 2017
- 20 433
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.