ლა ლიგის პირველი ტურისთვის მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის პირველი ტურისთვის მზადება დაიწყეს...
კატალონიის „ბარსელონასთან“ გამართული მომქანცველი მატჩის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ მისცა.
„რიასორზე“ ვიზიტამდე დედაქალაქური კლუბი კიდევ ორ სესიას გამართავს.
ზიზუს განკარგულებაში ხესუს ვალიეხოს გარდა ყველა ფეხბურთელია. დიდი აქცენტი გაკეთდა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებასა და ბურთის ფლობაზე.
მთავარმა მწვრთნელმა კოლექტივში რამდენიმე კასტილიელსაც უხმო.
მომდევნო სესია ხვალ საღამოს ჩაინიშნა.
- 17 აგვისტო 2017
- 1 947
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.