ზიდანი:„ისკო და ბეილი სათადარიგოზე იმიტომ დავსვი, რომ შანსი სხვისთვის უნდა მიმეცა“
მადრიდის „რეალის“ თავკაცმა ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„სეზონის სტარტი მართლაც შთამბეჭდავია. ჯერ ევროპის ახლა კი ესპანეთის სუპერთასი მოვიგეთ. ვფიქრობ, ორივე მეტოქე ძალიან ძლიერი და სოლიდური იყო.“
„ეს არის ხანგრძლივი ბედნიერება, თუმცა ფეხბურთელები ეიფორიაში ნამდვილად არ ჩავარდნილან.“
„მადრიდის „რეალმა“ პირველი 20 წუთის მანძილზე შესანიშნავი იყო და მეტოქეს არაფრის შანსი არ მისცა. მეორე ტაიმში 2:0-ს ვიგებდით, აქედან გამომდინარე, მეტოქე გააქტიურდა, თუმცა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანეთ.“
„როდესაც ვხედავ ისეთ მიზანმიმართულ ფეხბურთელს, როგორიც მარკო ასენსიოა, სიამაყის გრძნობა მეუფლება, ის საოცარი ფეხბურთელია, რომელიც მუდამ პროგრესირებს.“
„მადლობას მხოლოდ მარკოს არ ვუხდი, მთელი გუნდი ძალიან მობილური იყო და მაქსიმალურად ცდილობდა „ბარსელონასთვის“ საკუთარი თამაში შეეთავაზებინა.“
„წარმატების გასაღები დიდ შრომასა და მონდომებაშია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ „რეალს“ მოტივაცია არ აქვს, ვინაიდან გუნდმა გასული ორი სეზონის მანძილზე ორჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ჩემი ახალგაზრდა ბიჭები მაქსიმალურად შემართულნი არიან და კიდევ ბევრ ჯილდოს მოიგებენ.“
„წინ ურთულესი სეზონია, მაგრამ ყველა გამოწვევის მისაღებად მზად ვართ. 2017 წელს კოლექტივს შესანიშნავი ჯილდოები აქვს მოგებული. ვეცდებით, წლის ბოლოს ჩემპიონთა ლიგას, ლა ლიგას, ევროპის სუპერთასს და ესპანეთის სუპერთასს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც შევმატოთ.“
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მადრიდის „რეალს“ ვწვრთი, ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.“
„ჩვენ ვიწყებთ ახალ სეზონს, ახალი იდეებით, ახალი შემართებით, მოტივაციით და ტიტულების წყურვილით.“
„როტაცია აუცილებელია, ვინაიდან გუნდს დაახლოებით 65 მატჩის ჩატარება მოუწევს მთელი სეზონის მანძილზე. ისკო და ბეილი სკამზე დავსვი, რადგან შანსი სხვა ფეხბურთელებს მივეცი. მთავარი ის არის, რომ ყველა შეგირდი ფორმაშია და გუნდის დინამიკა არ იცვლება. ასენსიოს გარანტირებული ადგილი სასტარტოში? ყველამ უნდა იბრძოლოს.“
- 17 აგვისტო 2017
- 8 016
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.