ზიდანი:„„ნოუ კამპზე“ „ელ კლასიკომ“ ერთი ძალიან ცუდი რამ დაგვანახა“
ზინედინ ზიდანმა „ბარსელონასთან“ განმეორებითი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მიუხედავად იმისა, რომ კატალონიაში დამაჯერებელი ანგარიშით გავიმარჯვეთ და ბერნაბეუზე ფავორიტის სტატუსით გამოვალთ, გადაწყვეტილი არაფერია. ვფიქრობ და ვთვლი, რომ ყველაფერი მომდევნო 90 წუთში გადაწყდება, ამიტომ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. ვიცით, რომ რთული შეხვედრა გველის.“
„ნამდვილად ვერ ვიფიქრებ და ვერ ვინერვიულებ იმაზე, რომ ნეიმარი „პსჟ“-ში გადავიდა და „ბარსელონაში“ არ თამაშობს. ამის დრო ფიზიკურად არ მაქვს, უამრავი საფიქრებელი გამიჩნდა, აქედან გამომდინარე მოწინააღმდეგე გუნდების შემადგენლობებზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ.“
„ვერ ვიტყვი, რომ ასენსიო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, მაგრამ ის ძალიან სჭირდება ჩემ გუნდს. ესპანელ ფეხბურთელზე უდიდეს იმედებს ვამყარებ და პირობას გაძლევთ, მას სათამაშო პრაქტიკა ხშირად ექნება. სეზონი ძალიან გრძელდება, მარკო ხშირად გამოჩნდება მოედანზე.“
„„ნოუ კამპზე“ შეხვედრაში ერთი ძალიან ცუდი რამ ნამდვილად მოხდა. არ მაქვს პრობლემა, როდესაც ვიცი, რომ კრიშტიანო სუპერთასის განმეორებით შეხვედრაში არ მეყოლება, მაგრამ ამ მატჩის გარდა პორტუგალიელი კიდევ 4 პაექრობას გამოტოვებს. ვთვლი, რომ მსგავსი პრეცენდენტი არ უნდა დაფიქსირებულიყო. არაფრისგან ყველაფერი შეიქმნა, თანაც სრულიად უწყინარ სიტუაციაში, როდესაც რონალდუ საჯარიმოში დაეცა.“
„მსაჯების მუშაობაში არ ვერევი და ბუნებრივია, მათ საქმიანობაზე ზეწოლას ვერ მოვახდენ, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კრიშტიანო ვადაზე ადრე დაბრუნდება და გადაწყვეტილება განმეორებითი განხილვის შემდეგ შეიცვლება.“
„ძალიან ხანგრძლივი პროცესი გვაქვს. გუნდი პრე-სეზონზე ნაყოფიერად ირჯებოდა. სეზონი უკვე დაიწყო, ევროპის სუპერთასმა ჩვენს მუზეუმში დაიდო ბინა, ახლა კი ესპანეთის სუპერთასზე ვართ კონცენტრირებული და გვსურს, რომ მეორე ტიტულიც მოვიგოთ.“
„ტრანსფერები? 31 აგვისტომდე დიდი დროა დარჩენილი.“
„ვიცით, რომ ხანგრძლივი და რთული სეზონი გველის, მაგრამ ყველა გამოწვევის მისაღებად მზად ვართ.“
- 15 აგვისტო 2017
- 11 660
- 32
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.