რაულ ალბიოლი-შეუმჩნეველი გალაქტიკო
რაულ ალბიოლს ბევრი ბურთი არ გააქვს. მის სარგებლობას გუნდში ვერ ხედავენ, სწორედ ამიტომ შეარქვეს მას "ასის" ჟურნალისტებმა 2009/2010 წლის შეუმჩნეველი გალაქტიკო.
ალბიოლი ნელ-ნელა იპყრობს მადრიდელთა მკაცრ გულებს. მას არ გაუტანია "ტენერიფესთან", მაგრამ მისი კარგი თამაში დაცვაში ნათელია. მან ისეთი დიდი წილი ჩადო მადრიდელთა გამაჯვებაში, რომ ყველა გაოცებული დარჩა. მატჩის დასაწყისში და 1-0-ის დროს მან ორი სახიფათო შეტევა ჩაშალა და გუნდი გაშვებული გოლებისგან იხსნა. სწორედ ამ შესანიშნავი თამაშის შემდეგ რაულ ალბიოლისა მოიგო "რეალმა" თამაში. ამ მატჩში მედლები კი ძირითადად შემტევებმა ჩამოიკიდეს, არადა მოგების ფუნდამენტს სწორედ ალბიოლმა ჩაუყარა საფუძველი. მასში არ გადაუხდიათ იმდენი, რამდენიც თუნდაც რონალდოში და კაკაში. ის აგრძელებს ჩვეულებრივი ფეხბურთელის სტატუსის ქონას, მაგრამ ფეხბურთის ნამდვილ მცოდნეებს მისი საიდუმლო ვარსკვლავობის გაშიფრვა არ გაუჭირდებათ. ამ ყველაფრის გარდა აღსანიშნავია ისიც, რომ მან დაცვის ცენტრში ერთდროულად რამოდენიმე მცველთან ერთად იასპარეზა, მაგალითად: რამოსთან და პეპესთან.
ამის გარდა "ტენერიფესთან" მატჩის შემდეგ ძალიან საინტერესო ფაქტები მოხდა...
ჯერ-ჯერობით უცნობია მანუელ პელეგრინის "გეგმა ბ", რომელსაც იგი სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგაზე გამოიყენებს. ალბათ მარსელო იქნებოდა კარგი ვარიანტი დაცვაში, მაგრამ ერთი პრობლემაა, მას არ გამოსდის კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ის უფრო შეტევებზეა ორიენტირებული. მოკლედ ის არის ძალიან პროდუქტიული მოთამაშე, რომელიც "რეალს" დააკლდება "ლიონთან". ასევე ამ ფრანგულ კლუბთან არ იქნება ხაბი ალონსო, სწორედ ამან შეიძლება შეიტანოს უდიდესი დრამა ამ მატჩში. თუ კრიშტიანუმ მთელი გუნდი არ "მოატყუა", მაშინ "თეთრებს" ძალიან გაუჭირდებათ ცენტრში ბურთისთვის ბრძოლა ხაბის გარეშე, ასე, რომ ამის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ გუტის მოუწევს.
უნდა აღინიშნოს გონსალო იგუაინის ტრიუმფალური გამოსვლაც. მან ორი გოლი ერთი შეხებით გაიტანა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი პროფესიონალიზმი. ხოლო რაც შეეხება კაკას, რიკი ნელ-ნელა იბრუნებს თავის "მილანურ" ფორმას, რაც კლუბს წყალივით სჭირდება.
მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავდა იკერ კასილასის შესანიშნავ რეაქციებს "ტენერიფესთან" მატჩში. მან სამჯერ აიღო მკვდარი ბურთი. ამისდა მიუხედავათ მან მაინც გაუშვა ერთი, მაგრამ წესების დარღვევით. ეს მისთვის კარგი მაგალითი იქნება, რადგან მეორეჯერ ის ბურთს ხელში უფრო მაგრად გააქვავებს.
მადრიდის "რეალში" გამოჩნდა ბევრი ახალი ტალანტი, მათ შორის სერხიო რამოსიც, რომელმაც დაამტკიცა თუ ვინ არის მარჯვენა ფლანგის მეფე. მან შესანისნავად ითამაშა. ჩავარდნა ამჯერად ორ ფეხბურთელს კერძოდ კი ლასს და გრანეროს აქვთ. გუნდმა "ტენერიფეს" არც ისეთი დიდი ძალებით ეთამაშა, მაგრამ "სევილიასთან" და თუნდაც "ლიონთან" მადრიდელებს 100 პროცენტით დახარჯვა მოუწევთ.
ინფორმაციის წყარო:as.com
- 1 მარტი 2010
- 1 982
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.