რაულის 227-ე გოლი
სამეფო კლუბის ლეგენდამ და კაპიტანმა რაულ გონსალეს ბლანკომ გუშინდელ მატჩში კიდევ ერთი გოლი გაიტანა ტენერიფეს კარში. ესპანელმა ფორვარდმა უკვე 227 გოლს მოუყარა თავი მადრიდის რეალის მაისურით და დაეწია , გუნდის ლეგენდას, ალფრედო დი სტეფანოს. გონსალესს "ბლანკოსის" მაისურით უკვე 542 მატჩი აქვს ჩატარებული.
გუშინდელი მატჩის შემდეგ რაული მადრიდის რეალის ყველა დროის ბომბარდირებს შორის მესამე ადგილზე გადავიდა 227 გოლით, ხოლო 542 მატჩით გაუტოლდა პაკო ბუიოს.
ესპანელი ფორვარდი კიდევ ეცდება რეკორდების განმეორებას და დამყარებას, მას კიდევ რამდენიმე სეზონი აქვს წინ.
სტატისტიკა კი ქვემოთ იხილეთ
გატანილი გოლების რაოდენობა

ჩატარებული მატჩების რაოდენობა

- 28 თებერვალი 2010
- 3 279
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.