ზიდანმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
მადრიდის "რეალმა" გუნდის მთავარ მწვრთნელთან ზინედინ ზიდანთან ახალ კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, იტყობინება AS. ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ ფრანგმა ლეგენდამ ახალ კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი.
"სამეფო კლუბმა" ზიდანთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. კონტრაქტის გახანგრძლივებამდე ფრანგი სპეციალისტი წლიურად 4,5 მილიონ ევროს იღებდა, ახლა კი მისი ხელფასი 8 მილიონი გახლავთ, ამასთან ერთად კონტრაქტში ბონუსებია დამატებული.
ზიზუმ "რეალთან" ერთად ორი "ჩემპიონთა ლიგა", ორი უეფას სუპერ თასი, ერთი "ლა ლიგა" და ერთი საკლუბი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
წყარო:Championat.com
- 12 აგვისტო 2017
- 3 657
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.