„რეალის“ ყოფილი ლიდერი კარიერას „ბარსელონაში“ განაგრძობს?
ესპანური გამოცემები აქტიურად მიუთითებენ იმაზე, რომ კატალონიის „ბარსელონამ“ ნეიმარის სანაცვლოდ შესაძლოა მადრიდის „რეალის“ ყოფილი ლიდერი და ქომაგების საყვარელი ფეხბურთელი დაიმატოს...
გამომდინარე იქედან, რომ ფრანგული „პსჟ“ ძალიან გაძლიერდა და წინა ხაზში უძლიერესი ფეხბურთელები ჰყავს, კატალონიის „ბარსელონა“ ფიქრობს, რომ არგენტინელ ანხელ დი მარიასთან მოლაპარაკებების დაწყება შეიძლება, თანაც იმ ფონზე, რომ პარიზელები მის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას მიიღებენ.
„ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა საქმეში ლიონელ მესის ჩართვაზე მუშაობს, ვინაიდან თვლის, რომ ლეოსა და ანხელის მეგობრობა ბევრ რამეს გადაწყვეტს.
- 11 აგვისტო 2017
- 10 069
- 19
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.