სერხიო რამოსი „რეალში“ მე-13 სეზონს იწყებს
მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი დედაქალაქში მე-13 სეზონს იწყებს...
განვლილი 12 სეზონი სერხიოსთვის მართლაც საოცარი მომენტებით იყო დახუნძლული. ამ ხნის მანძილზე კაპიტანმა „რეალის“ მაისურით 523 პაექრობა გამართა და კლუბის ისტორიაში შევიდა. აღსანიშნავია, რომ რამოსს ჩემპიონთა ლიგის სამი თასი აქვს მოგებული.
სერხიოს ანგარიშზე 12 წელიწადში 68 გოლია, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა, ლისაბონში გატანილი გოლია, რომელიც რამოსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეაგდო.
რამოსს ახალი გამოწვევაც აქვს. სულ რაღაც 5 მატჩია საჭირო იმისათვის, რომ ესპანელმა მცველმა ლეგენდარული რობერტო კარლოსის 527 მატჩიანი შედეგი გააუმჯობესოს.
ძალიან დაძაბული და მატჩებით დახუნძლული სეზონი სტარტს იღებს, წარმატებები კაპიტანს !
- 11 აგვისტო 2017
- 1 898
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.