ზიდანი:„თუ ჟოზეს ჰგონია, რომ დაუმსახურებლად მოვიგეთ, მინდა ვუთხრა, რომ ცდება“
ზინედინ ზიდანმა „მანჩესტერის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩემმა გუნდმა მებრძოლი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა. მთელი მატჩის მანძილზე კონტროლს ვაწესებდით. თითოეულ ფეხბურთელს ტიტულები სწყურია, უდიდესი გამოწვევები დგას ჩვენს წინაშე, ამიტომ დიდი მონდომებით ვთამაშობთ.“
„შესანიშნავად ვთამაშობდით, როგორც კომბინაციური თვალსაზრისით, ასევე მეორე სართულზე. ხშირად ვიგებდით ძალისხმიერ ორთაბრძოლებს. ჩემმა გუნდმა მეტოქე დაჯაბნა.“
„თუ ჟოზე მოურინიოს ჰგონია, რომ „რეალმა“ არასამართლიანად გაიმარჯვა, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცდება. „ბლანკოსი“ ინგლისურ მხარეზე ბევრად მაღლა იდგა.“
„ვიცით, რომ წინ ძალიან რთული შეხვედრები გველის. ზოგ პაექრობაში გაგვიჭირდება, ზოგსაც მარტივად მოვიგებთ, ეს ბუნებრივი მოვლენაა.“
„გამოუყენებელი მომენტები? რომ არა ხარიხა, „რეალი“ ორჯერ მოახერხებდა გოლის გატანას, განსაკუთრებით აღსანიშნავია გარეთ ბეილის მომენტი. უელსელს აუცილებლად უნდა გაეტანა.“
„დიდ მადლობას ვუხდი მაკედონიელ მადრიდისტებს, მათი მხარდაჭერა სამაგალითო იყო.“
- 9 აგვისტო 2017
- 9 617
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.