ტიერი ანრი:„გავოცდი, როდესაც გავიგე, რომ „რეალმა“ მორატა და ხამესი გაუშვა“
ტიერი ანრიმ მადრიდის „რეალის“ მიმდინარე საქმიანობაზე და ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილებებზე ისაუბრა...
„ის, რომ ფრანგული „პსჟ“ ძალიან გაძლიერდა ნათელია. ვთვლი, რომ პარიზელები მომდევნო სეზონში ძალიან სოლიდურები იქნებიან და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებენ.“
„ანალოგიურ ვერ ვიტყვი მადრიდის „რეალზე“, რომელმაც რამდენიმე ლიდერი დათმო. პეპეს წასვლა ლოგიკურია, რადგან ყველაფერი ასაკმა განაპირობა, მაგრამ გავოცდი, როდესაც ალვარო მორატას და ხამეს როდრიგესის ტრანსფერების შესახებ გავიგე. მორატას „ჩელსიში“ გადასვლა ჩემთვის მიუღებელი იყო, ის „არსენალის“ სტილის მოთამაშეა.“
- 8 აგვისტო 2017
- 7 540
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.