რამოსი:„წავა თუ არა „რეალიდან“ ბეილი? სავსებით შესაძლებელია“
სერხიო რამოსმა „მანჩესტერთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...
„შეხვედრას მოუთმენლად ველით და ღრმად გვწამს, რომ ბრძოლის შემთხვევაში გამარჯვებულის სტატუსს დავისაკუთრებთ. ჩემთვის მადრიდის „რეალის“ კაპიტნობა საამაყოა, ამ გუნდის ისტორიაში შეცვლა თითოეული ფეხბურთლის ოცნებაა, მათ შორის მეც ვარ.“
„ჩვენს წინაშე დიდი კონკურენტია. ინგლისურ გუნდს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ სიტუაციის გამწვევება. ის, რომ „იუნაიტედს“ არაერთხელ შევხვედრივართ გვამშვიდებს, ეს კოლექტივი უცხო არ არის, აქედან გამომდინარე, სიურპრიზებს ნაკლებად ველი.“
„წავა თუ არა გარეთ ბეილი? სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 კვირა რჩება. ამ დროის მანძილზე ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ უელსელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონშიც „ბლანკოსის“ ღირსების დამცველი იქნება, ის ხომ ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეა.“
„მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანომ გუნდთან ერთად მხოლოდ სამი სამწვრთნელო სესია გამართა, ის ფიზიკურად შესანიშნავად გრძნობს თავს და იმედი გვაქვს, რომ მოედანზე გასვლას შეძლებს.“
„ჟოზე მოურინიოს მმართველობის შემდეგ მადრიდის „რეალი“ მნიშვნელოვნად შეიცვალა. მე ყველა მწვრთნელს დიდ მადლობას ვუხდი, ვინაიდან მათგან ბევრი რამ მაქვს ნასწავლი. ანდალუსიიდან მოყოლებული არაერთ სპეციალისტთან მიმუშავია, ყველა მათგანმა გარკვეული გამოცდილება შემძინა.“
„ჭორები, რომელიც ჩემ „მანჩესტერში“ გადასვლას ეხებოდა დასრულებულია, ვინაიდან „ბლანკოსთან“ ახალი კონტრაქტი გავაფორმე. დიდი მადლობა ინგლისურ მხარეს, მაგრამ სამშობლოში დარჩენა ვარჩიე.“
- 8 აგვისტო 2017
- 7 402
- 18
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.