ზიდანი:„მე ვერ ვიქნები მოურინიოს სტილის მწვრთნელი“
ზინედინ ზიდანმა ევროპის სუპერთასის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...
„მატჩისთვის 100%-ით მზად ვარ. რამდენიმე დღე შესვენება გვქონდა, შემდეგ კი ინტენსიური ვარჯიშები დავიწყეთ. ვფიქრობ, რომ პირველ ოფიციალურ შეხვედრაში გამარჯვება შეგვიძლია, ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.“
„ევროპაში არაერთი კონკურენტი გვყავს. მათ შორის არის „იუნაიტედიც“, რომელიც ეცდება, რომ ხვალ თასს დაეუფლოს. ჩვენთვის მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, მოედანზე მოსაგებად გავდივარ.“
„ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით გუნდი 4 ნახევარმცველით ითამაშებს, თუ 3-ით, ამას მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გადავწყვეტ.“
„კრიშტიანო რონალდუს ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რაც ძალიან არ მომწონს, მაგრამ პორტუგალიელი პროფესიონალია და იცის, რომ მისთვის მთავარი საუკეთესო ფორმაში ყოფნაა. კრისმა კოლექტივთან ერთად 3 ვარჯიში გამართა, მაგრამ ძალიან კარგ კონდიციაშია და ვფიქრობ, რომ სულ მალე იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ითამაშებს თუ არა რონალდუ, გავიგებთ ხვალ.“
„უნდა ვიყოთ თავმდაბლები და გავაცნობიეროთ, რომ წინ ურთულესი სეზონი გველის. მადრიდის „რეალის“ წინაშე უდიდესი გამოწვევები დგას და უნდა ვეცადოთ, რომ თასები მოვიგოთ და ყველა გამოწვევას შესაბამისად ვუპასუხოთ.“
„მადრიდის „რეალს“ ყოველთვის მოგებას სთხოვენ და ამაში ახალი არაფერია. გუნდს საოცარი ისტორია აქვს. უკვე 16 წელია ვუყურებ, როგორ ვითარდება კლუბი და რამხელა მწვერვალებს იპყრობს. ეს არის გერბი, რომლის ქვეშ თამაშიც ყველას ოცნებაა.“
„გარეთ ბეილი ბრწყინვალე პრე-სეზონი აქვს, ის ჯანმრთელია და მოედანზე გასვლა შეუძლია. უელსელმა ფეხბურთელმა ყველა ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, ის საოცარ ფორმაში შევა და გაიბრწყინებს.“
„ჟოზე მოურინიოს ინტერესი? გარეთი „რეალის“ ფეხბურთელია და არსად წასვლას არ აპირებს. მე მას კონკრეტული დავალებები მივეცი, რაც უნდა შეასრულოს.“
„ვერასდროს ვიქნები მოურინიოს სტილის მწვრთნელი, ის ინდივიდუალიზმით სავსეა და საკუთარი ხედვა აქვს. არ ვაპირებ, ვინმეს მივბაძო, მე ვქმნი საკუთარ ელფერს.“
„სიცხეში თამაში იოლი არ არის, თუმცა მიჩვეულები ვართ, ამ კომპონენტში პრობლემები არ არსებობს.“
- 8 აგვისტო 2017
- 6 829
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.