პერესმა და ზიდანმა ბეილს მიმართეს -„შენ ამას არ გააკეთებ“
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა და მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა უელსელ შემტევს, გარეთ ბეილს აკრძალვას დაუწესეს...
საქმე იმაშია, რომ ბრიტანელმა ფეხბურთელმა საკუთარ სახლთან ახლოს მინი საფეხბურთო მოედანი მოაწყო, სადაც ხშირად კავდება მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშით.
მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს ეს გარემოება არ მოსწონს, ამიტომ გუნდმა ბეილს სახლთან მდებარე მოედანზე თამაში აუკრძალა, ზიზუ თვლის, რომ ბეილი იქ დამატებით ენერგიას ხარჯავს, ასევე ძალიან მაღალია ტრავმის მიღების რისკი, რაც საბოლოო ჯამში „ბლანკოსს“ პრობლემებს უქმნის.
- 5 აგვისტო 2017
- 8 726
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.