პიპიტას მეხუთე დუბლი
მადრიდის "რეალის" მორიგ წარმატებაში საკუთარი წვლილი გონსალო იგუაინმაც შეიტანა.ტრადიციისამებრ, არგენტინელი ფორვარდი ორი გოლით გამოირჩა.
პრიმერი დივიზიონის მაშტაბით, პიპიტა სამეფო გუნდის მთავარი მეგოლეა 16 გატანილი გოლით.ის მხოლოდ "ღამურების" მეგოლეს, დავიდ ვილიას, ჩამორჩება (17 გატანილი გოლი აქვს "ვალენსიის" ბურჯს).
ალბათ, ბევრმა არც იცოდა, რომ "ტენერიფეს" კარში შეგდებული ორი ბურთი, იგუაინისათვის მეხუთე დუბლი აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში.პირველად მან "ხეტაფეს" წინააღმდეგ მოახერხა ამის გაკეთება, ხოლო შემდეგ გონსალოს მსხვერპლი "ვალენსია," "მალაგა," "სარაგოსა," "ვილიარეალი" და "ტენერიფე" აღმოჩნდნენ.
იმედია, ახალგაზრდა გოლეადორი სეზონის ბოლოს "პიჩიჩის" ღირსეული მფლობელი გახდება.
- 28 თებერვალი 2010
- 2 854
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.