ზიდანი მზად არის ბეილი დღეს გაყიდოს, თუ „რეალი“ მბაპეს იყიდის
ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთნ და ხოსე ანხელ სანჩესთან შეხვედრის და საკმაოდ მასშტაბური საუბრის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო...
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდის პრეზიდენტი, გარეთ ბეილთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადის. ზიზუს აზრით კი უელსელი ფეხბურთელი „ბლანკოსში“ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დარჩეს, თუ კილიან მბაპესთან მოლაპარაკება ვერ შედგება.
ზიზუს აზრით ბეილის, ბენზემას, რონალდუს და მბაპეს ერთად ყოფნა გუნდში ქაოსს შექმნის. გამორიცხულია, რომ ოთხივე მოთამაშემ ერთად ითამაშოს სასტარტოში, სათადარიგოთა სკამე დაჯდომა კი ნამდვილი სისულელე იქნება.
ზიდანი ფიქრობს, რომ წინა ხაზში ან კვლავ BBC ან BMR (ბენზემა,მბაპე, რონალდუ) უნდა გამოჩნდეს. ამ შემთხვევაში მოედანზე ხშირად გამოჩნდებიან ისკო, ასენსიო, სებალიოი და სხვა ფეხბურთელები.
როგორც სჩანს, პრეზიდენტმა მთავარი მწვრთნელის რჩევა გაითვალისწინა. ზიზუ მზად არის დღესვე გაყიდოს ბეილი, თუ გუნდი მბაპეს დაიმატებს. ამ შემთხვევაში ბიუჯეტს არაფერი შეეტყობა, ვინაიდან უელსელი მინიმუმ 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
- 4 აგვისტო 2017
- 9 593
- 61
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.