მარსელო:„ახლა ზუსტად გეტყვით რატომ არ იყიდა „რეალმა“ ნეიმარი“
მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელმა განაპირა მცველმა, მარსელო ვიეირამ ნეიმარის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ შედგა. გთავაზობთ ციტატებს, სადაც ვიეირა ნეიმარის „ბლანკოსში“ გადასვლაზე საუბრობს..
„ახლა ზუსტად გეტყვით, რატომ არ იყიდა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ნეიმარს. ამ ფეხბურთელის ხილვაზე უარს ვერავინ იტყვის, თუმცა 222 მილიონი ევროს გადახდა მე პირადად სისულელედ მიმაჩნია. არსებობენ გუნდები, რომლებიც ევროსარბიელზეც კი წარმატებას აღწევენ და 25 ფეხბურთელის ერთიანი ფასი 222 მილიონს არ შეადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ ნეი წლების მანძილზე „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა და ამ ნაბიჯის გადადგმა ურთულესი იქნება.“
„მე ვფიქრობ, რომ „რეალს“ ნეიმარი ძალიან გამოადგებოდა, მაგრამ ამხელა თანხის გადახდა სისულელეა, სწორედ ამიტომ 0.1%-იც არ არსებობს იმისა, რომ ბრაზილიელმა „რეალის“ მაისური მოირგოს.“
- 4 აგვისტო 2017
- 11 437
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.