"რეალი" მბაპესთვის აღარ იბრძოლებს
მადრიდის "რეალი" "მონაკოს" თავდასხმელისთვის კილიან მბაპესთვის აღარ იბრძოლებს, რადგან დაიღალნენ ყოველდღიური მოლაპარაკებების მართვით. კლუბი აქცენტს უსმან დემბელეზე გადაიტანს.
სპეციალისტები თვლიან რომ უსმანი არაფრით არ ჩამოუვარდება მბაპეს, თუმცა დორტმუნდის "ბორუსიის" ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი თითქმის ორჯერ ნაკლებია ვიდრე "მონაკოსი", გერმანელები დემბელეს სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვენ.
"ბლანკოსის" ყოფილ ფეხბურთელს პრედრაგ მიატოვიჩს ახლო ურთიერთობა აკავშირების დემბელეს აგენტთან, "რეალის" ექს-ფეხბურთელმა შესაძლოა თავის ყოფილ კლუბს ტრანსფერის რეალიზაციაში დაეხმაროს. 20 წლის ფეხბურთელს "რეალში" სურს თამაში.
- 3 აგვისტო 2017
- 8 794
- 30
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.